პროექტის შესახებ

პროექტი შესაძლებლობას მოგცეთ თავად ააწყოთ საგანმანათლებლო პროგრამები რომლებსაც თქვენ მიერ სისტემმაში ჩატვირთულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეეძლება საუბარი (ჩეთ-ის, ჩეთბოტის ფორმატში).

რა არის ბოტი?

მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია, რობოტს უწოდებენ. რობოტი ადამიანის შექმნილია და დავალებებსაც, როგორც წესი, ადამიანი აძლევს. ამ დავალებებს რობოტი უკვე ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებს. თავად სიტყვა „რობოტი“ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა, ის პირველად ჩეხმა მწერალმა, კარლ ჩაპეკმა გამოიყენა. მოგვიანებით სიტყვისაგან „რობოტი“ კიდევ ერთი ახალი სიტყვა –- „ბოტი“ წარმოიშვა. ასე აღნიშნავენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადასხვა ამოცანებს. ბოტებს, რობოტებისაგან განსხვავებით, არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ პროგრამებია.

რა არის ჩეთ ბოტი?

ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა ჩეთ ბოტი (ინგლ. Chat საუბარი). ჩეთბოტებს ადამიანთან მოსაუბრე პროგრამებს უწოდებენ. ასეთ პროგრამას ადამიანის მსგავსად შეკითხვაზე პასუხის გაცემა და დიალოგის წარმართვა შეუძლია.

ინფორმაციული ნაკადების ზრდასთან ერთად ადამიანები ახალ გზებს ეძიებენ, რათა აუდიტორიას დიდი ოდენობის ინფორმაცია მარტივი და მოსახერხებელი გზით გადასცენ. ინფორმაციის ვიზუალური ხერხებით (ინფოგრაფიკა, ვიზუალური თხრობა) მიწოდებას ანუ ინფორმაციის ვიზუალიზაციას ნელ-ნელა ახალი ტენდენცია ვერბალიზაცია ანაცვლებს. ვერბალიზაცია ითვალისწინებს მომხმარებლის ინდივიდუალობას და მასზე მორგებული დიალოგის სახით აწვდის მას ინფორმაციას.

როგორ შევქმნა ჩეთბოტი

ჩეთბოტის შესაქმნელად არ არის საჭირო პროგრამირების შესაწავლა. საკმარისია სისტემაში დარეგისტრირება და ინსტრუქციის გაცნობა. იხილეთ ბმული.

ანიმაჩეთბოტიქსი

ჩეთბოტების აწყობის სისტემა ანიმაჩეთბოტიქსის მიერ არის შექმნილი. ანიმაჩეთბოტიქსი ორი სიტყვისგან შედგება: ჩეთბოტიქს - პროგრამული კოდის, ალგორითმების და ავატარების შექმნის ხელოვნებაა, ასე ვთქვათ ტექნიკურ მხარეას აღნიშნავს. ხოლო ანიმა კი ლათინურად სულს ნიშნავს. ტექნიკურად კარგად გამართული ადამიანის ენობრივი ასლი, რომელსაც ამბის თხრობა შეუძლია და მდიდარი ლექსიკონი აქვს - მოსაუბრეების გადმოსახედიდან თითქოს „სულს“ იძენს, მასთან საუბარიც სასიამოვნოა და საუბრის შედეგად მიღებული დადებითი ემოციებიც პირდაპირ პროეცირდება ელექტრონულ პერსონაზე რომელსაც წარმოადგენს ეს ჩეთბოტი.

ჩეთბოტის შექმნის თუთორიალი
dot ბუნება
 
დაელაპარაკე
dot ხელოვნება
 
დაელაპარაკე
dot მუსიკა
 
დაელაპარაკე
dot კომპიუტერული
ტექნოლოგიები
დაელაპარაკე
dot ქართლის
ჩეთბოტი
დაელაპარაკე
dot იმერეთის
ჩეთბოტი
დაელაპარაკე